⭐ შემოგვიერთდი Wolt Market-ის გუნდში! ⭐

გიყვარს გუნდური მუშაობა? ეძებ სამსახურს, რომელიც სწრაფად განვითარებად სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის?
თუ ასეა, დროა შემოგვიერთდე Wolt Market-ში! 🤩

ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე, ხოლო შენი გრაფიკი იქნება მოქნილი - დილის, საღამოს ან ღამის ცვლებით. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დინამიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იზიდავს!

⏰ სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი - 5 დღე კვირაში)

08:00–17:00

11:00–20:00

14:00–23:00

17:00–02:00

23:00–08:00

📍 Wolt Market-ის ფილიალები:

სულხან ცინცაძის ქუჩა N37 (საბურთალო)

მარიჯანის ქუჩა N4 (საბურთალო)

სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1 (ისანი)

მირიან მეფის ქუჩა N3 (დიდი დიღომი)

ქერჩის ქუჩა 30 (გლდანი)

ბარათაშვილი (რიყე)

💙 რას გააკეთებთ ყოველდღიურად

შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი Wolt Market-ის აპლიკაციაში

შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შეგროვება მომხმარებლებისა და კურიერებისთვის

პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან და სწორი განთავსება

პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი

მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება

მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა

🌟 ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხართ, თუ:

ხართ პროაქტიული, ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული

მუშაობთ ენერგიულად, ხართ პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე

ტექნოლოგიები არ გაშინებთ - პირიქით, გიმარტივებთ მუშაობას

შეგიძლიათ დილის, საღამოს ან/და ღამის ცვლბეში მუშაობა (მცოცავი გრაფიკი, max 40 სთ/კვირაში)

სავაჭრო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არ არის სავალდებულო

თავისუფლად ფლობთ ქართულს; ინგლისურს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

🎁 თანამშრომლობის შემთხვევაში ისარგებლებთ:

სამედიცინო დაზღვევით

ანაზღაურებადი შვებულება - წელიწადში 24 დღე

Wolt კრედიტების ქეშბექით

სპორტული შეთავაზებებით

კორპორატიული წვეულებებით🎉

განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობით

Beware of recruitment scams: DoorDash, Deliveroo, and Wolt will never ask you to pay money or share sensitive financial information during hiring — learn more about our legitimate recruiting process at Recruitment Scam Awareness - DoorDash .