Log inSign up free
  • Home
  • Profile
  • Jobs
    • Applications
    • Career
    • Resume
    • Cover letters
  • Content
    • Posts
    • Media
  • Messages
  • Analytics
    • Overview
    • Pages
  • Portfolio
  • More tools
    • Hiring
  • Settings
All jobs
TBTBCBANK logo

TBCBANK

თბილისი, ge

სერვის ექსპერტი - ახალგაზრდული სეგმენტი.

FULL TIME

თიბისის, ახალგაზრდული სეგმენტის მიმართლებაში ვეძებთ სერვის ექსპერტს!

პოზიცია მოიცავს ახალგაზრდული სეგმენტის პროდუქტების, მომხმარებლის გამოცდილების, მარკეტინგული აქტივობების, პარტნიორობებისა და ანალიტიკის მიმართულებების კოორდინაციას.  სეგმენტის სტრატეგიის განხორციელებას და მისი ბიზნეს შედეგების მიღწევას. თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და ტექნოლოგიურ გუნდთან, განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მართავს ინიციატივების განხორციელების პროცესს და ზრუნავს ახალგაზრდული სეგმენტის მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე, ჩართულობასა და ლოიალობაზე.

ძირითადი მოვალეობები

სტრატეგიის განხორციელება და ბიზნეს შედეგები

  • სეგმენტის სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა ბაზის ზრდის, გააქტიურების, ჩართულობისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
  • სეგმენტის შედეგების მონიტორინგი, რისკებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზში მონაწილეობა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება.

პროდუქტები და ღირებულებითი შეთავაზება

  • მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების ღირებულებითი შეთავაზების განვითარება — ბარათების, ციფრული არხების, დანაზოგების, ლოიალობისა და ყოველდღიური საბანკო პროდუქტების მიმართულებით;
  • საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესწავლა და ახალგაზრდულ სეგმენტზე მორგებული ინიციატივების განვითარება;
  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით განსხვავებული შეთავაზებების შემუშავება;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან ერთად;
  • მშობლებისა და ოჯახის წევრების შეთავაზებების ახალგაზრდული სეგმენტის პროდუქტებთან ინტეგრირების ხელშეწყობა.

მომხმარებლის გამოცდილება და სასიცოცხლო ციკლის მართვა

  • მომხმარებლის გამოცდილების განვითარება პირველადი დაინტერესებიდან რეგისტრაციამდე, პროდუქტების აქტიურ გამოყენებამდე და ზრდასრულთა სეგმენტში გადასვლამდე;
  • მომხმარებლის მოზიდვის, გააქტიურების, ჩართულობისა და შენარჩუნების ინიციატივების კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა უკუკავშირისა და ქცევითი მონაცემების გამოყენება პროდუქტებისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად;
  • ციფრულ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

მარკეტინგული აქტივობები და პარტნიორობები

  • წლიური კამპანიების სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმების შემუშავება და სეზონური აქტივობების პრიორიტეტიზაცია;
  • მარკეტინგული კამპანიებისა და რეგიონული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა სეგმენტაციაზე, პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და CRM არხების ეფექტიან გამოყენებაზე მუშაობა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება;
  • ფინანსური განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარებაში მონაწილეობა.

ანალიტიკა და პროექტების მართვა

  • სეგმენტის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება;
  • სეგმენტის ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზში მონაწილეობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
  • სეგმენტისა და პარტნიორობების მიმართულებით პროექტების მართვა — ვადების, დამოკიდებულებების, რისკებისა და ჩართული მხარეების კოორდინაცია.

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, მონაცემთა ანალიტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • საბანკო, საფინანსო ტექნოლოგიების (Fintech) ან ციფრული პროდუქტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროდუქტების მართვის, მომხმარებელთა სეგმენტების განვითარების, მომხმარებლის გამოცდილების (CX) ან მომხმარებელთა ჩართულობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობით პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვისა და შედეგამდე მიყვანის გამოცდილება;
  • მონაცემთა ანალიზისა და მენეჯერული ანგარიშგების მომზადების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა — მენეჯერული კომუნიკაციისა და პრეზენტაციების დონეზე.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • Power BI-ის, SQL-ის ან სხვა ანალიტიკური პლატფორმების გამოყენების გამოცდილება;
  • CRM/CDP სისტემებისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა;
  • ახალგაზრდულ ან მასობრივ სეგმენტთან, ლოიალობის პროგრამებთან ან ციფრული პროდუქტების დანერგვასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სტრატეგიული პარტნიორობებისა და ეკოსისტემური პროექტების მართვის გამოცდილება.
  • პროდუქტის მომგებიანობის ანალიზის გამოცდილება

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Pay
Not stated
Where
თბილისი, ge
Work
Not stated
Type
Full time
Posted
22 Oct, 2026
Apply on the original postingSign in to apply

Unverified board

more at TBCBANK.

22 Oct, 2026

TBCBANK

ანალიტიკოსი - ავტოინდუსტრიის, ჯანდაცვისა და მძიმე მრეწველობის სექტორი

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
22 Oct, 2026

TBCBANK

სივრცის კონსულტანტი - სანზონის ს/ც 1

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
22 Oct, 2026

TBCBANK

მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი - თელავის ფილიალი

TBTBCBANK logo
  • Full time

თელავი, ge

Full time

Details

similar roles.

7 Aug, 2026

Dave Jones

Pre-Fabrication Assistant

DJDave Jones logo

    $20–22/hr

    Madison +2

    Details
    21 Jan, 2026

    Dave Jones

    Journeyman Sprinkler Fitter

    DJDave Jones logo
    • Full time

    Madison +2

    Full time

    Details
    23 Oct, 2026

    Generac

    Senior Platform & Analytics Analyst

    GEGenerac logo
    • Senior level

    Waukesha, WI - USA

    Salary not listed

    Details
    23 Oct, 2026

    Generac

    Rental Coordinator - Energy Systems

    GEGenerac logo

      Phoenix, AZ - USA

      Salary not listed

      Details