Log inSign up free
  • Home
  • Jobs
    • Applications
    • Career
    • Resume
    • Cover letters
  • Content
    • Posts
    • Media
  • Messages
  • Analytics
    • Overview
    • Pages
  • Builder
    • Templates
  • More tools
    • Profile
    • Hiring
  • Settings
All jobs
TBTBCBANK logo

TBCBANK

თბილისი, ge

თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი.

FULL TIME

თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი პასუხისმგებელია თანამშრომლის გამოცდილების სისტემურ გაუმჯობესებაზე, რომელიც ორგანიზაციაში შემოსვლიდან იწყება და მოიცავს სრულ ციკლს თანამშრომლის გასვლამდე (exit).

როლის მთავარი მიზანია, თანამშრომლების უკუკავშირების, სხვადასხვა არხებიდან შეგროვევებული მონაცემებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, გამოავლინოს ძირითადი ტკივილები, შეამციროს ორგანიზაციული ხარვეზები და შექმნას უფრო მარტივი, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის თანამშრომლის გამოცდილება.

სამუშაო პასუხისმგებლობები

თანამშრომლის გამოცდილების დიზაინი

  • თანამშრომლის ძირითადი journey-ებისა და ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი მომენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და გაუმჯობესება.
  • ონბორდინგის, ოფბორდინგის, შიდა გადაადგილების, დაწინაურების, აღიარების (recognition) და სხვა მნიშვნელოვანი გამოცდილებების დიზაინი და სტანდარტიზაცია.
  • არსებული პროცესების შეფასება თანამშრომლის პერსპექტივიდან და გაუმჯობესების ინიციატივების მართვა.

თანამშრომლის ხმა

  • eNPS-ის, ჩართულობისა და პულსის კვლევების, ფოკუს ჯგუფების, HRBP-ების უკუკავშირისა და სხვა არხებიდან შემოსული უკუკავშირის მართვა, ანალიზი და ქმედებებში ასახვა. ქმედებების შესრულების მონიტორინგი.
  • მიღებული insight-ების  ანალიზი, ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისთვის ქმედებების დაგეგმვა და მართვა, სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი.

თანამშრომლის ტკივილების შემცირება

  • იმ პროცესებისა და პრაქტიკების გამოვლენა, რომლებიც თანამშრომლებს ეფექტიან მუშაობას ურთულებს.
  • HR, IT, Operations, Facilities და სხვა ფუნქციებთან დაკავშირებული ტკივილების აღმოჩენა  მათი კომუნიკაცია სტეიკჰოლდერებთან, გადაჭრაზე მუშაობა და შესრულების მონიტორინგი
  • განხორციელებული ცვლილებების ეფექტის გაზომვა თანამშრომლის გამოცდილების ჭრილში.

კროს-ფუნქციური კოლაბორაცია

  • HRBP-ებთან, ბიზნესის ლიდერებთან, შიდა კომუნიკაციებთან, IT-სთან, Facilities-თან და სხვა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
  • Employee Experience-ის საერთო სტანდარტების დანერგვა ორგანიზაციაში.
  • სხვადასხვა ფუნქციის მიერ დაგეგმილი, თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივების შეფასება თანამშრომლის გამოცდილების პერსპექტივიდან.

რეპორტინგი და ანალიტიკა

  • ანგარიშგება მენეჯმენტისთვის: ძირითადი თემები, სტატუსი, რისკები - რეგულარული ანგარიშები ადამიანური კაპიტალის დირექტორისა და მენეჯმენტისთვის.
  • რეპორტინგი სტეიკჰოლდერებისთვის: ინსაიტების მიწოდება და მათი სამოქმედო გეგმების პროგრესის მონიტორინგი.
  • კომუნიკაცია თანამშრომლებთან: შედეგების გაზიარება, რათა თანამშრომლებმა დაინახონ, რომ მათი ხმა რეალურ ცვლილებას იწვევს.

დამატებითი პასუხისმგებლობები

კონფიდენციალურობა: თანამშრომელთა უკუკავშირის ანონიმურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.

პროცესების გამარტივება: შიდა და HR პროცესებში ზედმეტი სირთულის გამოვლენა და გამარტივების ინიცირება.

საუკეთესო პრაქტიკა: Employee Experience-ის სფეროს ტენდენციების მონიტორინგი და მოსმენის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება.

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით სასურველია.
  • გამოცდილება: სასურველია მსგავს და რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Employee / Customer Experience, HR, კვლევები, პროექტების მართვა).
  • ანალიტიკური უნარები: მონაცემების ანალიზი და მათი მკაფიო, ქმედით დასკვნებად გადაქცევა; Excel-ის კარგი ცოდნა; Power BI-ის ცოდნა უპირატესობაა.
  • სტეიკჰოლდერების მართვა: კომუნიკაციისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გაზიარების უნარი; ხელმძღვანელებთან კოორდინაცია და მოლაპარაკება.
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

რას გთავაზობთ?

  • პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სწავლისა და განვითარების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თიბისის პროდუქტებსა და მომსახურებაზე სპეციალურ შეთავაზებებს;
  • თიბისის თანამშრომელთა ფონდით სარგებლობის შესაძლებლობას.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Pay
Not stated
Where
თბილისი, ge
Work
Not stated
Type
Full time
Posted
31 Oct, 2026
Apply on the original postingSign in to apply

Unverified board

more at TBCBANK.

31 Oct, 2026

TBCBANK

იურისტი (საკრედიტო ადმინისტრატორი) - რეზერვი

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
31 Oct, 2026

TBCBANK

სერვის ადმინისტრატორი

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
31 Oct, 2026

TBCBANK

უსაფრთხოების ადმინისტრატორი - თემქის ს/ც 1

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details

similar roles.

30 Oct, 2026

Boys & Girls Clubs of Greater Oxnard and Port Hueneme

Youth Development Professional - Afterschool Program

BGBoys & Girls Clubs of Greater Oxnard and Port Hueneme logo
  • Part time

$20–21/hr

Oxnard +2

Details
30 Oct, 2026

Boys & Girls Clubs of Greater Oxnard and Port Hueneme

Unit Director - HHS Teen Center

BGBoys & Girls Clubs of Greater Oxnard and Port Hueneme logo
  • Full time
  • Leadership

Oxnard +2

Full time

Details
27 Oct, 2026

CXG

Become a Luxury Brand Evaluator in St Louis, US

CXCXG logo

    St. Louis +2

    Salary not listed

    Details
    27 Oct, 2026

    CXG

    Become a Luxury Brand Evaluator in Knoxville and Nashville, US

    CXCXG logo

      Knoxville +2

      Salary not listed

      Details
      30 Oct, 2026

      BKF

      Administrative Assistant

      BKBKF logo
      • Full time

      $27–33/hr

      Modesto +2

      Details
      30 Oct, 2026

      Home Care Providers of Texas

      Home Health Registered Nurse PRN - South Fort Worth

      HCHome Care Providers of Texas logo
      • Part time

      Fort Worth +2

      Part time

      Details