Log inSign up free
  • Home
  • Jobs
    • Applications
    • Career
    • Resume
    • Cover letters
  • Content
    • Posts
    • Media
  • Messages
  • Marketing
  • Analytics
    • Overview
    • Pages
  • Builder
    • Templates
  • More tools
    • Profile
    • Hiring
  • Settings
All jobs
TBTBCBANK logo

TBCBANK

თბილისი, ge

სერვის ექსპერტი - საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობა.

FULL TIME

თიბისის,  საცალო დაკრედიტების ლიგაში, საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობის გუნდში ვეძებთ -  სერვის ექსპერტს !

შენი იქნები გუნდის წევრი, რომელიც ჩართულია საცალო სასესხო პროდუქტების ფასდადების პროცესის მართვაში, ინდივიდუალური სასესხო შეთავაზებების შეფასებასა და ბანკის სასესხო პორტფელის მომგებიანობის გაუმჯობესებაში.

გექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან ბიზნესგადაწყვეტილებებში, იმუშაო ფინანსურ და კომერციულ მონაცემებზე და წვლილი შეიტანო ბანკის ფასდადების სტრატეგიის განვითარებაში.

ვის ვეძებთ:

ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების, ფინანსური მონაცემების გააზრებისა და ბიზნესპროცესების შეფასების უნარის მქონე ადამიანს.

  • გაინტერესებდეს ფინანსური ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • შეგეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა;
  • გქონდეს პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზების უნარი;
  • შეგეძლოს სხვადასხვა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • დაინტერესებული იყო სასესხო პროდუქტების, მათი ფასდადებითა და მომგებიანობით.

შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • საცალო სასესხო პროდუქტებზე ინდივიდუალური ფასდადების მოთხოვნების განხილვა და შეფასება;
  • სასესხო შეთავაზებების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
  • ფასდადების გადაწყვეტილებების მომზადება ბანკის მომგებიანობისა და კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით;
  • ფასდადების გამონაკლისებისა და დელეგირების პროცესის მართვაში მონაწილეობა;
  • ფასდადების ლიმიტების (Envelopes) გამოყენებისა და ეფექტიანობის მონიტორინგი;
  • კონკურენტული გარემოსა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების ანალიზი;
  • ანალიტიკური ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ფასდადების პროცესებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • დაკრედიტების მიმართულებით საბანკო/საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ბაზებთან მუშაობის ცოდნა ;
  • Excel-ში მუშაობის კარგი ცოდნა;
  • ფინანსური და მათემატიკური ანალიზის უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • სასესხო პროდუქტების ფასდადებისა და მომგებიანობის ანალიზის გამოცდილება;
  • SQL-ის ან Power BI-ის ცოდნა.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Pay
Not stated
Where
თბილისი, ge
Work
Not stated
Type
Full time
Posted
13 Nov, 2026
Apply on the original postingSign in to apply

Unverified board

more at TBCBANK.

13 Nov, 2026

TBCBANK

RB ბანკირის ასისტენტი - სანზონის ს/ც 1

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
13 Nov, 2026

TBCBANK

სივრცის კონსულტანტი - ბათუმის ფილიალი

TBTBCBANK logo
  • Full time

ბათუმი, ge

Full time

Details
13 Nov, 2026

TBCBANK

მოლარე - ბათუმის ფილიალი

TBTBCBANK logo
  • Full time

ბათუმი, ge

Full time

Details

similar roles.

11 Nov, 2026

boeing

Senior Test & Evaluation Lab Electromagnetic Compatibility Technician

BOboeing logo
  • Senior level
  • Remote

$80.8k–109.3k/yr

USA - Seattle +2

Details
11 Nov, 2026

boeing

Radio Frequency (RF) Test & Evaluation Lab Tech (Associate or Experienced)

BOboeing logo
  • Remote

$57k–77.1k/yr

USA - Tukwila +2

Details
12 Nov, 2026

Allegion

IT Servicetechniker (m/w/d)

ALAllegion logo

    Osterfeld +1

    Salary not listed

    Details
    12 Nov, 2026

    Allegion

    IT Systemadministrator (m/w/d)

    ALAllegion logo

      Osterfeld +1

      Salary not listed

      Details
      9 Nov, 2026

      beehiiv.com

      Customer Support Specialist (global)

      BCbeehiiv.com logo
      • Full time
      • Remote

      Remote

      Remote

      Details
      4 Sep, 2026

      SMA America

      Field Service Technician, Utility Solar Inverters, Dallas TX

      SASMA America logo

        $33–35/hr

        Dallas +2

        Details