Log inSign up free
  • Home
  • Jobs
    • Applications
    • Career
    • Resume
    • Cover letters
  • Content
    • Posts
    • Media
  • Messages
  • Marketing
  • Analytics
    • Overview
    • Pages
  • Builder
    • Templates
  • More tools
    • Profile
    • Hiring
  • Settings
All jobs
TBTBCBANK logo

TBCBANK

თბილისი, ge

ბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი/გაყიდვები.

FULL TIME

როლის მიმოხილვა

ბიზნეს კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი პასუხისმგებელია საჯარო რეესტრში ახლად რეგისტრირებულ ბიზნეს კლიენტებთან ოპერატიულ კომუნიკაციაზე, მათი დისტანციური ონბორდინგის პროცესის კოორდინაციასა და საბანკო პროდუქტების აქტიურ გაყიდვაზე. როლი ორიენტირებულია ახალი კლიენტების მოზიდვაზე, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებასა და ბანკის გაყიდვების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული გეგმების შესრულებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • საჯარო რეესტრში ახლად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • სატელეფონო არხით ბანკის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;
  • ახალი ბიზნეს კლიენტების დისტანციური ონბორდინგის პროცესის კოორდინაცია (ტელეფონისა და ბანკის ციფრული არხების გამოყენებით);
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
  • საბანკო პროდუქტების დისტანციური გაყიდვა და დამატებითი პროდუქტების (Cross-sell) შეთავაზება;
  • ახალი კლიენტების აქტივაციისა და პირველადი საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვა და CRM სისტემაში ინფორმაციის დროული ასახვა;
  • ბანკის სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულება;
  • გაყიდვების პროცესში ბანკის შიდა პოლიტიკის, რეგულაციებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

სასურველია გქონდეს

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
  • ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ საბაზისო ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • კლიენტის საჭიროებების ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივიანობა
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

 

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Pay
Not stated
Where
თბილისი, ge
Work
Not stated
Type
Full time
Posted
13 Nov, 2026
Apply on the original postingSign in to apply

Unverified board

more at TBCBANK.

13 Nov, 2026

TBCBANK

RB ბანკირის ასისტენტი - სანზონის ს/ც 1

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
13 Nov, 2026

TBCBANK

სივრცის კონსულტანტი - ბათუმის ფილიალი

TBTBCBANK logo
  • Full time

ბათუმი, ge

Full time

Details
13 Nov, 2026

TBCBANK

მოლარე - ბათუმის ფილიალი

TBTBCBANK logo
  • Full time

ბათუმი, ge

Full time

Details

similar roles.

9 Nov, 2026

Sec

Development Purchasing Specialist

SESec logo
  • Remote

284 Mawsons Way Newberry +3

Remote

Details
9 Nov, 2026

Sec

Raw Material SCM Analyst

SESec logo
  • Remote

284 Mawsons Way Newberry +3

Remote

Details
11 Nov, 2026

Eosgroup

Mechatroniker / Inbetriebnahmetechniker Maschinenbau (m/w/d)

EOEosgroup logo

    Starnberg, Germany

    Salary not listed

    Details
    10 Nov, 2026

    BAS Group

    Vans Arrival Coördinator

    BGBAS Group logo
    • Full time

    Veghel +2

    Full time

    Details
    10 Nov, 2026

    BAS Group

    Service Adviseur BAS World

    BGBAS Group logo
    • Full time

    Veghel +2

    Full time

    Details
    9 Nov, 2026

    Brinks

    Responsable Grands Comptes Retail National (H/F)

    BRBrinks logo

      FRA-BKS-IDF:Paris 14Eme Arrondissement, France

      Salary not listed

      Details