საბროკერო გარიგებების აღსრულებისა და ანგარიშსწორების პროცესის მართვა და კონტროლი;
გარიგების შემდგომ ეტაპზე კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (trade confirmations და სხვა) მომზადება/გაგზავნა;
კლიენტების ონბორდინგისა და KYC/რეიდენტიფიცირების პროცესების დამოუკიდებლად მართვა და კონტროლი, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და გადამოწმება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
კლიენტის საჭიროებებისა და საოპერაციო საკითხების კომუნიკაცია გუნდის ლიდერთან და შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან;
შიდა სისტემებში ოპერაციების მონაცემების შეყვანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი;
საოპერაციო ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული ესკალაცია;
შიდა აუდიტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების პროცესებში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება;
კლიენტებისა და ფრონტ-ოფისის საოპერაციო მხარდაჭერა, მათთვის საჭირო დოკუმენტაციის (ამონაწერები, ცნობები და სხვა) მომზადება;
გუნდის შიდა პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება.
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება საბროკერო ოპერაციებში ან ფინანსურ სექტორში;
კაპიტალის ბაზრის საბაზისო პროცესებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა.
საბროკერო ოპერაციებში გამოყენებული სისტემებისა და პროგრამების პრაქტიკული ცოდნა;
MS Excel-ის ცოდნა;
Bloomberg-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის ცოდნა.
დეტალებზე ორიენტირება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაციის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
პროაქტიულობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტაცია;
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.